ხვალიდან მგზავრები: ზუგდიდი – ცაცხვი, ზუგდიდი – ინგირის მიმართულებით ახალი ავტობუსებით იმგზავრებენ

ზუგდიდის ავტოპარკს კიდევ 4 ერთეული თანამედროვე სტანდარტების, 2019 წელს გამოშვებული, ახალი ,,ისუზუს” მარკის ავტობუსი შეემატა. ტრანსპორტი ნებისმიერი ტიპის მგზავრისთვის ადაპტირებულია, აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით და ერთდროულად 47 მგზავრის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ხვალიდან მგზავრები: ზუგდიდი – ცაცხვი; ზუგდიდი – ინგირი; რკინიგზის სადგური- ფაიფური; რკინიგზის სადგური – წისკვილკომბინატის მიმართულებით ახალი ავტობუსებით იმგზავრებენ და ახალ ავტობუსში გადახდის ელექტრონული სისტემით სარგებლობა შეეძლებათ.
ამ დროისთვოის ქალაქის ავტოპარკში 8 ერთეული ახალი საქალაქო ტრანსპორტია ხოლო, რამდენიმე დღეში ზუგდიდის ავტოპარკს კიდევ 7 ავტობუსი შეემატება. ჯამში ქალაქს 2019 წელს, 15 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება.




