ირაკლი ჩიქოვანი – გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობის და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობის და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს. შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ მიზნით მათ მუნიციპალიტეტში ბევრი ადამიანი ჩამოიყვანეს. ამის შესახებ ჩიქოვანმა ბრიფინგზე თქვა.
ჩიქოვანმა ასევე ილაპარაკა გუშინ, 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის ამსახველი კადრებიც ბრიფინგზე წარადგინა.
კერძოდ, მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ჯიხაშკარში მყოფი ოპოზიცია “მიუვარდა” ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც არ უნდოდა მათი კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიღება. ამ ყველაფერს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა. კადრებში მათ შორის ჩანან კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი.
შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ოპოზიციის მიერ ჩამოყვანილმა ადამიანებმა რეალურად არ იციან, თუ რა ღირებულებებით ცხოვრობს ზუგდიდი.
“ჩვენ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, არავის ვურტყამთ წიხლებს. არავის მივცემთ უფლებას, აქ შექმნას დაპირისპირების კერა. ენმ ცხადად ჩამორჩება და აგებს არჩევნებს. ამიტომ, მათი მიზანია არეულობა”, – დასძინა ირაკლი ჩიქოვანმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა და მზად ვარ გემსახუროთ

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს


