ელექტროსადგურ “იმერეთზე” მომხდარი ავარიის გამო რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების ნაწილს დაახლოებით 40 წუთია არ მიეწოდება ელექტროენერგია.
“ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში ავარია არ მომხდარა, შეაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა, კომპანიის მიზეზით არ მომხდარა. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა”,-აცხადებენ კომპანიაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ავარია მოხდა 500 მეგავატიან ელექტროსადგურ “იმერეთზე” რის გამოც ელექტროენერგიის გარეშეა დაჩენილი საქართველოს რამდენიმე რეგიონი.




