სოფელ ჭკადუაშის მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების თხოვნით, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
აქციის მონაწილეებს სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია შეხვდა და ადგილობრივებს პრობლემის მოგვარება უმოკლეს დროში დაპირდა.




