მინისტრმა და გუბერნატორმა ზუგდიდი-ანაკლიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქვპიტიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალოერა.
როგორც ცქვიტიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, გზის მშენებლობის სამუშაოები თითქმის დასრულების ფაზაშია და დროზე ადრე, დაახლოებით ივლისის თვეში იგეგმება გზის გახსნა. მისი თქმით, მოხდა როგორც გზის საფარის აღდგენა, ასევე სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა.





