“გვამუშავეს და ფული არ მოგვცეს”- ზუგდიდში ენმ 30-მდე წევრმა დატოვა
ენს ზუგდიდის ორგანიზაცია 30-ამდე წევრმა დატოვა. როგორც 66-ე უბნის კოორდინატორი გოგა ზუხბაია აცხადებს, 66 და 64 უბნის კოორდინატორებს, კობა ნაყოფია ხელფასებს დაპირდა, თუმცა ამდრომდე არ გადაუხდია. მისივე თქმით, როცა კოორდინატორები ოფისში თანხის ასაღებად მივიდნენ, ნაყოფია მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და ხელფასები არ მისცა. დაპირისპირება ენმ-ს ოფისში 25 აპრილს მოხდა და ამის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.
“იყო დაპირება რომ სააღდგომოდ ხელფასებს მოგვცემდნენ. გვამუშავეს და როცა ფული მოვითხოვეთ, გვითხრეს რა გააკეთეთ რომ ფულს ითხოვთო? ავდექით წამოვედით. მანამდე ოფისში მივედით და კობა ნაყოფიამ ოცნების მოსყიდული პროვოკატორები გვიწოდა. არადა, 2006 წლიდან ნაციონალურ მოძრაობაში ვარ, რაც მე ომი გადამიტანია, როგორ შეიძლება ასე მოექცე ადამიანს?!,”-აცხადებს ზუხბაია.
როგორც ენმ-ს ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანი წითლიძე აცხადებს, ადამიანები რომლებიც ნაყოფიას სიცრუეში ადანაშაულებენ ენმ-ს წევრები არასდროს ყოფილან.




