ჩხოროწყუში საფეხმავლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა,შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მიმდინარე საფეხმავლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნული სამუშაოები ქალაქის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.
პროექტი 500 000 ლარის სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკვერი, მოსასვენებელი საჩრდილები, ქუჩის ტრენაჟორები, რეაბილიტირდება ფასადები.
სამუშაოებს შპს ,,ტოტალი“ აწარმოებს.




