10 არასრულწლოვანი კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში კვებითი ინტოქციკაციით 10 არასრულწლოვანი მკურნალობს. ექიმ-პედიატრ მზია გერგედავას განცხადებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ შემოყვანილ იქნა 10 არასრულწლოვანი კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით.
ათივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ უახლოეს საათებში ქუთაისის ინფექციუს საავადმყოფოში გადაიყვანენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არ არიან, ისინი უკრაინის მოქალაქემ იულია სუსლიაკმა შემოიყვანა საქართველოში, თუმცა ყველა მათგანს საბუთები წესრიგში აქვს. შსს კომენტარს ველოდები




