“სანდრას გამარჯვება ჩემს დაბრუნებას ნიშნავს” – ექსპრეზიდენტი “ოდიშის” ეთერში
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის დამოუკიდებელი ტელეკომპანია “ოდიშის” ეთერში სკაიპის საშუალებით ჩაერთო. 20 წუთის განმავლობაში ის ისევ იმ დაპირებებზე საუბრობდა, რითაც 9 წლის მანძილზე იწონებდა თავს.
“ზუგდიდელების ბათუმელებსაც შეშურდებათ ისეთ ქალაქს ავაშენებთ და ზუგდიდი იქნება რიგით მეორე ქალაქი საქართველოში. მაგრამ თქვენ უნდა დამეხმაროთ და ხმა მისცეთ სანდრას”,-აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.



