“ოცნების” აქტივისტი “ნაციონალებს” ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს

,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტი გიორგი ჯანაშია ენმ-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს. როგორც ჯანაშიამ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ენმ-ს წევრებმა და მათ მიერ მართულმა ფეისბუქ გვერდებმა მისი მისამართით ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ის მძიმე დანაშაულზეა ნასამართლევი, თუმცა კანაშიამ მედიას წარუდგინა ცნობა ნასამართლეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება რომ ის ნასამართლევი არ არის.
,,ჩემი მისამართით ენმ ფეიკ გვერდების მეშვეობით ახდენს ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელებას, ასევე ბრალს მდებენ პედოფილიაში. როგორც ჩანს ნაც მოძრაობას გაუღრმავდა კრიზისი და დაკავებულია ახლა ჩემი დისკრედიტაციით. მე შემაქვს სარჩელი პროკურატურაში და მივმართავ როგორც სახალხო დამცველის წარმონადგენლობას, ისე არასამთავრობო სექტორს,”- განაცხადა ჯანაშიამ.
როგორც ენმ-ს ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანი წითლიძემ განაცხადა, ეს არის საარჩევნო კამპანიაზე ხელის შეშლის მცდელობა და მისივე თქმით, ,,სისულელეებზე” სხვა დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.



