ზუგდიდის მერია გიორგი კაპანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და უკანონო თვალთვალი – ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო presa.ge ავრცელებს. გიორგი კაპანაძე ყვება, რომ ზუგდიდში itv-ის გადამღებ ჯგუფს ზუგდიდის მერის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გიორგი ჯანაშია უთვალთვალებდა. ის ჟურნალისტებზე ფარულ ფოტო-ვიდეო გადაღებას აწარმოებდა. presa.ge-s ხელმძღვანელი ფაქტის შესახებ სახალხო დამცველს დღეს მიაწვდის ინფორმაციას. გიორგი კაპანაძე პროკურატურისგან გამოძიებასაც მოითხოვს.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ გიორგი კაპანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერაბა. უწყების მტკიცებით, გიორგი ჯანაშია არ არის მერიის მაღალჩინოსანი.
“გიორგი კაპანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გიორგი ჯანაშია არის მერიის მაღალჩინოსანი, სიმართლეს არ შეესაბამება. გიორგი ჯანაშია მერიის დაქვემდებარებულ არცერთ სტრუქტურაში არ მუშაობს”-აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მსგავსი სიახლეები

შსს-ში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაღირის მოსახლეობა დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შეხვდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.


