რა მოხდა და რატომ დაუპირისპირდნენ “რუსთავი 2”-ს მარტვილში? [ვიდეო]
მარტვილში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი მოიკლა. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა მოამზადა სატელევიზიო სიუჟეტი, რომლის ანონსიც ამავე ტელეკომპანიის ეთერში დილიდან დატრიალდა. ანონსში ნათქვამი იყო, რომ 15 წლის ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა.
ოჯახის წევრები და ნათესავები რუსთავი2-ს სიცრუეში ადანაშაულებენ. ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, მამა საკუთარ შვილს არაფერს აკლებდა, თავს ისინი 250 ლარიანი სოციალური დახმარებით ირჩენდნენ, პარალელურად კი ოჯახის უფროსი სხვადასხვა ადგილას იყო დასაქმებული.
ოჯახის წევრების განცხადებით, მოხდა აღნიშნული თემით მანიპულირება, რაც მათთვის დაუშვებელია.სწორედ ამის გამო, რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი, რომელიც გარდაცვლილი მოზარდის ოჯახში დღესაც მივიდა, სახლიდან გააძევეს.




