ზუგდიდის მერობის კანდიდატი ცრუობს? – სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება [ვიდეო]
“თენგო ჯგუშიას მორიგი სიცრუე “-ასეთი სახის ინფორმაციას აქვეყნებს სოციალურ ქსელში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ყოფილი თანამშრომელი მერი შენგელაია. აღნიშნულ ინფორმაციას თან ახლავს ვიდეო, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ბენეფიციარის ოჯახშია გადაღებული.
“რამდენიმე საათის წინ ჯიხაშკარში, ნუცა კვარაცხელიას ოჯახს ვესტუმრე. ეს ის ნუცა კვარაცხელიაა. რომელიც დღეს თენგიზ ჯგუშიამ მისივე საარჩევნო კამპანიისთვის ბინძური მეთოდებით გამოიყენა.
კადრებშიც ნათლად ჩანს, რომ ამ ოჯახში ჩემი სტუმრობა არ არის პირველი, როცა სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურში ვმუშაობდი ჩვენ სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ვესტუმრეთ ამ ოჯახს…..
ჯგუშია ჩვეული მეთოდებით და დადგმული სპექტაკლებით აგრძელებს სოციალურად დაუცველი ოჯახებით მანიპულირებას”-სერს მერი შენგელაია სოციალურ ქსელში.



