stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

სენაკში ,,ისტორიული ავტომობილი’’ საჯარო განხილვა გაიმართა

11.04.2019 / 11 აპრილი 2019
სენაკში ,,ისტორიული ავტომობილი’’ საჯარო განხილვა გაიმართა

სენაკის სამხატვრო გალერეაში, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, პროექტის ,,ისტორიული ავტომობილი’’ საჯარო განხილვა გაიმართა. უპრეცენდენტო პროექტს, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ,,აქტიურ ლიდერთა თაობის” ფარგლებში ხორციელდება, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, ვარშავის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა სამოქალაქო მსჯელობისა და თანხმობის გზით უნდა მოხდეს. ეს არის თვითმმართველობაში გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპის განხორციელების ყველაზე ეფექტური გზა“ – აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

სენაკისთვის სასიკეთო იდეების განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა – ,,თქვენგან წამოსული საინტერესო და კრეატიული მოსაზრებები ერთობლივი მსჯელობის შემდეგ აუცილებლად ხორცს შეისხამს. ჩვენ – თვითმმართველობამ და საზოგადოებამ – ერთად უნდა ვიზრუნოთ უკეთესი სენაკისთვის, ერთობლივი ძალისხმევით უნდა განვახორციელოთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები’’.

პრეზენტაციას ,,ისტორიული ავტომობილი’’ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე ედიშერ ბაღათურია უძღვებოდა.

საქართველოში პირველი ავტომობილის მაკეტი, რომლის ისტორიაც სენაკს უკავშირდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკვეთით მომზადდა და სენაკის მუნიციპალიტეტს გადაეცა. მაკეტის განთავსების ფორმასა და ლოკაციის შერჩევასთან დაკავშირებით, საინტერესო დისკუსია წარიმართა, რომელიც კენჭისყრით დასრულდა.

საზოგადოების და თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ მსჯელობა ასევე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან მრავალ საჭირბოროტო საკითხს შეეხო. პრეზენტაციის მეორე ეტაპი – ,,შენი იდეა ქალაქს’’ – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თემურ კუბეციამ წარმართა.

მსჯელობის შედეგად გამოვლინდა სენაკელთათვის განსაკუთრებით საინტერესო სხვადასხვა იდეა, რომელთაგან, კენჭისყრის შემდეგ, განსაკუთრებით პრიორიტეტული საკითხები შეირჩა.საჯარო კონსულტაციების პრეცენდენტი უპირველესად მნიშვნელოვანია, როგორც ფაქტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობისა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სტუმრებმა, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გალერეის ,,ოქროს ფონდის’’ დასათვალიერებლად საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლეს.

მათ ასევე დაათვალიერეს რეაბილიტაციის პროცესში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა. საინტერესო და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი დღე ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის დათვალიერებით დასრულდა.

წინა პოსტი

სენაკში ,,აქტიურ ლიდერთა თაობის” ფარგლებში შეხვედრები გაიმართა

შემდეგი პოსტი

სანდრა რულოვსს ონარიაში მოქალაქე დაუპირისპირდა [ვიდეო]

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

წალენჯიხის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

წალენჯიხის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

სენაკში, ,,ექვთიმე ღვთისკაცის’’ საჯარო ჩვენება გაიმართა

სენაკში, ,,ექვთიმე ღვთისკაცის’’ საჯარო ჩვენება გაიმართა

ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის გენგემის საჯარო განხილვა გაიმართა

ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის გენგემის საჯარო განხილვა გაიმართა