მარიუპოლსა და ზუგდიდს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა იწყება

დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და მარიუპოლის ქალაქის საბჭოს სახელმწიფო მდივანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ხელმოწერის ცერემონიალს სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და აპარატის უფროსი ლევან წულაია დაესწრნენ.
მემორანდუმის ხელმოწერა საფუძველს ჩაუყრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და მარიუპოლის ქალაქის საბჭოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყებას და შემდგომ განვითარებას. მხარეები გაიზიარებენ გამოცდილებას და ითანამშრომლებენ იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირთა დახმარებისა და ინტეგრაციის სფეროში მიღებული წარმატებული მაგალითების დასანერგად და განსახორციელებლად საქართველოსა და უკრაინაში.
მსგავსი სიახლეები

ყაველაშვილი ტრამპს: მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება


