პრინცესა მატილდა მიურატის ნამუშევრების გამოფენა ხვალ გაიმართება

9 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პრინცი ალენ მიურატისა და პრინცესა ვერონიკა დე შაბო-ტრამკურის საერთო შვილის პრინცესა მატილდა მიურატის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ნამუშევრები ძირითადად წარმოდგენილია მოდერნ არტის სტილში და მოიცავს პაპიე მაშეს და მავთულების ორიგინალურ ნაკეთობებს. გამოფენაზე სტუმრებს უნიკალური ჯიშების ფრანგული და ქართული ღვინოებით გაუმასპინძლდებიან.
გამოფენა-გაყიდვა 9 აპრილს, 15:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.




