ზუგდიდელების მორიგი გამარჯვება – ანსამბლი “როკვა” ქვეყანაში გამარჯვებული ბრუნდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “როკვა” აზერბაიჯანში ჩატარებულ ხალხური ცეკვების ფესტივალზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ანსამბლის წევრები უკვე საქართველოში ბრუნდებიან. პირველი შთაბეჭდილებები STV-ს გაუზიარეს.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბექა ლაგვილავას განცხადებით ეს არ იყო მათთვის პირველი გამარჯვება. აზერბაიჯანში გამგზავრებამდე. 17 მარტს ქალაქ ბათუმში ჩატარებული საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულებიც გახდნენ.
“17 მარტს ჩატარდა ბათუმშუ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი, სადაც ჩვენმა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა და გავხდით პირველი ადგილის მფლობელები. სწორედ ამ ფესტივალზე მოვიპოვეთ საგზური ბაქოში ჩატარებულ ფესტივალზე. ჩვენ გავემგზავრეთ აზერბაიჯანის დედაქალაქში 3 აპრილს, სადაც გავმართეთ სანახაობრივი შოუ. ჩვენი ანსამბლის გარდა ბაქოში მონაწილეობას ღებულობდა სხვა ანსამბლები, როგორც საქართველოდან, ასევე აზერბაიჯანიდან. აქაც პირველი ადგილის მფლობელი გავხდით და უკვე ვუბრუნდებით ჩვენს ქვეყანას და მუნიციპალიტეტს”-განაცხადა ბექა ლაგვილავამ.
მსგავსი სიახლეები

ფოთის ანსამბლი „როკვა“ საერთაშორისო კონკურსის „Golden Dream“ გამარჯვებულია

ანრი ოხანაშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა


