გიორგი შენგელია – მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს ნიჭიერ ახალგაზრდებს

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, არტ-გალერეაში 14 წლის გიგი სიჭინავას ფერწერული ნახატებისა და პაზლების გამოფენა მოეწყო. ნამუშევრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი შენგელიამ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი ტიპის ღონისძიებების განხორციელებას ყოველთვის დაუჭერს მხარს.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს გიგის მორიგი გამოფენა გაიმართა და ამ დღეს მასთან ერთად აღვნიშნავთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გიგი პირველია საქართველოში, ვინც ფერწერული ნახატებით პაზლს ბეჭდავს. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ. მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს ნიჭიერ ახალგაზრდებს”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდის მერიამ 2019 წელს, “განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების” პროგრამის ფარგლებში, გიგი სიჭინავა 1 200 ლარით დააფინანსა, აღნიშნული თანხით, მან ფერწერული ნახატების რამდენიმე პაზლი უკვე დაბეჭდა. გიგი პირველია საქართველოში, ვინც ფერწერული ნახატებით პაზლს ბეჭდავს.




