ფოთში სასკოლო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად 540 ათასი ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ფოთის სასკოლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად 540 ათასი ლარი გამოიყო.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის დელიგირებული საკითხის განხილვისა და სკოლებში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების გაცნობის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეებთან კონსტანტინე თოფურიასთან და გიორგი ფარეშიშვილთან ერთად საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.




