ოთო ნემსაძის კლიპის გადაღება ენგურის ხიდზე მიმდინარეობს

ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღება დღეს ენგურის ხიდზე მიმდინარეობს. საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლში ანსამბლ „შავნაბადას“ მომღერლები და სპეციალურად შერჩეული 50-ზე მეტი ტიპაჟი ღებულობს მონაწილეობას.


ოთო ნემსაძის საკონკურსო კლიპზე რეჟისორი გიორგი ებრალიძე მუშაობს. გადაღება რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მისი პრემიერა აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი.





