“რულოვსი მაიმუნის წელში დაბადებული თხის რქაა, ამიტომ არ აქვს გამარჯვების შანსი”

„სანდრა რულოვსი მაიმუნის წელში დაბადებული თხის რქა არის, ამიტომ არ აქვს გამარჯვების მაღალი შანსი”-ასეთ პროგნოზს აკეთებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ყოფილ პირველ ლედიზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ზუგდიდის მერობაზე სურვილი გამოთქვა, თუმცა ამ სურვილზე ისევ უარი განაცხადა.
„სანდრა რულოვსი მაიმუნის წელში დაბადებული თხის რქა არის, ამიტომ არ აქვს გამარჯვების მაღალი შანსი. მაიმუნი არ მეგობრობს ტახთან, მისთვის 2019 წელი საკმაოდ რთული იქნება. თხის რქისთვის უკეთესი წელი იქნება ვიდრე გასული, 2018 იყო. ახლა რომ ყოფილიყო 2020 წელი გეტყოდით, რომ სანდრა რულოვსი აუცილებლად გაიმარჯვებს-მეთქი, მაგრამ რადგან 2020 არ არის და სატურნი და პლუტონი ჯერ კიდევ იმყოფებიან მის ზოდიაქოში, ამიტომ გეტყვით, რომ ბევრი სირთულე შეხვდება. წარმატების შანსები მას საკმაოდ დაბალი აქვს.
სხვა საქმეა, რომ მის მეუღლეს აქვს საკმაოდ მაღალი შანსი, როგორ უკრაინაში, ასევე საქართველოში. სააკაშვილი საქართველოში რომ იყოს, მისი ენერგეტიკა დაეხმარებოდა და გამარჯვების შანსებიც მოიმატებდა. მაგრამ ამ შემთხვევაში სააკაშვილის შორეული ენერგეტიკაც საკმაოდ დაეხმარება, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის თანადგომა აძლევს მას შანსებს, მაგრამ პირად მას აქვს ცუდი წელი.
ხუთქულიანი სისტემით რომ შევაფასოდ რულოვსის წარმატების შანსები, მას ექნება სამქულიანი წელი, სააკაშვილი საქართველოში რომ ყოფილიყო, ყოფილი პირველი ლედის წარმატების შანსები დიდი ექნებოდა, შეგვეძლებოდა მის წარმატებები თუნდაც ოთხიანზე შეგვეფასებინა“, -აცხადებს ცაგარელი.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ლაგვილავა: ზუგდიდში ნაციონალურ მოძრაობას ყავს კანდიდატი, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომაც სხედან და თხზავენ სიცრუს


