სახელმწიფო რწმუნებული რობერტ აბსანძის სახელოსნოს ესტუმრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მხატვარ-კერამიკოს რობერტ აბსანძის შემოქმედებით სახელოსნოს სტუმრობდა. ალექსანდრე მოწერელიამ სახელოსნოში დამზადებული სხვადასხვა კერამიკულ ნაკეთობები და ფერწერული ნამუშევრები დაათვალიერა, მოგვიანებით კი სამუშაო პროცესს გაეცნო.
მხატვარ-კერამიკოს რობერტ აბსანძის სახელოსნოში 10 ადამანია დასაქმებული.
კერამიკული სახელოსნო საცალო გაყიდვებთან ერთად, საქართველოსა და საზღვარგარეთ სხვადასხვა შეკვეთებზე მუშაობს.




