სენაკში ჯემალ აჯიაშვილის 75 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო კვირეული გაიმართება

ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, მწერლის მშობლიურ ქალაქში, სენაკში 18-დან 22 მარტის ჩათვლით, საიუბილეო კვირეული გაიმართება.
კვირეულის ფარგლებში მოეწყობა ფილმების ჩვენება, იუბილისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები სენაკის საჯარო სკოლებში, ასევე, ჯემალ აჯიაშვილის სახელობის სკვერში მწერლის ბარელიეფის ყვავილებით შემკობა.
მწერლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაგეგმილია ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახლ-მუზეუმში. მუზეუმი ფოტოგამოფენასა და ლიტერატურულ შეხვედრას უმასპინძლებს.




