“ცოცხალი ბიბლიოთეკა” – ინოვაციური პროექტი ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში

ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში ღონისძიება „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ჩატარდა. „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ინოვაციური პროექტია, რომელიც ამჯერად ქალთა თვესთან დაკავშირებით მარტის თვეში გაიმართა.


ცოცხალ ბიბლიოთეკაზე „წიგნები“ სხვადასხვა პროფესიის საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი ქალბატონები იყვნენ, რომლებმაც მკითხველს თავიანთ ისტორია გააცნეს.


ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საკრებულოს წევრი ეკატერინე კიფაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცოცხალი ბიბლიოთეკის პარალელურად მხატვარ ნინო ქირიას პერსონალური გამოფენა გაიმართა.




