წალენჯიხაში დასახლების კრებები დასრულდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებში კრებები დასრულდა.
სოფლის კრებები გაიმართა საჩინოს, ნაგურუს, კუხეშის, ზედა საჩინოს, მედანის, ლარას, ჯგალის, ლეთ-კანთის, ლეხარჩილეს, ლესალე და ლეკაკულეს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან .
კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით დასახლებისთვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი. მათ შორის: შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვას, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაციას, ცხაურებისა და სანიაღვრე არხებისა, გარე განათებების მოწყობას, წისქვილების რეაბილიტაციას, სათამაშო მოედნების რეაბილიტაციას.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში .
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან -644 ათასი ლარი გამოიყო.




