თხილის დაცვის პროგრამა სამეგრელოში – სახელმწიფო რწმუნებულის პოზიცია [ვიდეო]
თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ხელისუფლების და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები აქტიურად ახორციელებენ.
კამპანია მიზნად თხილის მოსავლის გადარჩენას ისახავს. ასოციაცია, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 200-მდე სოფელში, ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ ინფორმაციას პირადად მიაწვდის. პროგრამის ფარგლებში თხილის მოვლის ყველა ეტაპზე, მოხდება ფერმერებისთვის აგრონომების რეკომენდაციის გაწევა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა.
პროექტის ფარგლები სახელმწიფომ შეისყიდა და ასოციაციას გადასცა 2000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატი და უსაფრთხოების საშუალებები, რომელიც მეთხილე ფერმერებს გადაეცემა. ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ ფერმერები შეღავათიანი პირობებით შეძლებენ შეიძინონ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები.
პროგრამა 1 მარტს დაიწყო და ასოციაციას გაწევრიანებისთვის უკვე მიმართა ათასამდე ფერმერმა. ასოციაციაში გაწევრიანება უფასოა.




