უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია სენაკში

დღეს, შპს ,,სენამედში“, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმები მონაწილეობდნენ.
თბილისის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრამვატოლოგიის ცენტრის ანგიოლოგ შალვა გლახოშვილთან და სამედიცინო ცენტრ ,,მზერას“ ოფთალმოლოგ ნიკოლოზ ნიკოლეიშვილთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნო სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი. აქცია ხვალაც გაგრძელდება. ის პერნამენტულ ხასიათს ატარებს და შპს ,,სენამედის“ (კლინიკის დამფუძნელებელი გიორგი თოლორდავა) ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.




