ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (KUNLUN World Championship) ასპარეზობდა.
ქართველმა მებრძოლმა დღეს ორი ორთაბრძოლა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ქამარი კარიერაში მესამედ მოიპოვა (-70 კგ. წონითი კატეგორია). ფინალურ ორთაბრძოლაში ქირია მაროკოელ მარუან ტუტოჰის დაუპირისპირდა. ხუთი დაძაბული რაუნდის შემდეგ, გამარჯვებული ქირია გამოვიდა (29-29,28-29, 30-29, 30-27, 30-29). ქართველმა ჩემპიონმა ნახევარფინალში ჩინელი ფენგს ჟინგლი დაამარცხა.



