“ჭაქვინჯის ციხე სავალალო მდგომარეობაშია” – დეპუტატის თხოვნა და მინისტრის პასუხი

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამართულ მოსმენაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ჯიხაშკარში მდებარე ჭაქვინჯის ციხის რეკონსტრუქცია თხოვა.
„თქვენ მოქალაქეებმა მოგმართათ წერილით და ჩემი თხოვნაც იქნება, ციხე არის სავალალო მდგომრეობაში და სასწრაფოდ გადაუდებელ ზომებს საჭიროებს“, – განაცხადა პარლამენტარმა მერაბ ქვარაიამ.
მერაბ ქვარაიას კითხვა და მაია ცქიტიშვილის პასუხები
? ანაკლიის პორტი ? გზების საფარის მდგომარეობა ქალაქ ზუგდიდში ? ჭაქვინჯის ციხე-სიმაგრე – ?? მერაბ ქვარაიას კითხვები და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პასუხები "მინისტრის საათის“ ფარგლებში ?
Gepostet von მერაბ ქვარაია • ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი am Mittwoch, 20. Februar 2019
თხოვნის საპასუხოდ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებლად შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და კულტურის სამინისტროს დაუკავშირდება.
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა ინფრასტრუქტურის მინისტრს ასევე ზუგდიდის შიდა გზების მდგომარეობის კონტროლზე აყვანა სთხოვა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების გამო გადაადგილება გართულებულია.
მინისტრის განცხადებით, ივლისში ზუგდიდის წყალმომარაგების სამუშაოები უნდა დასრულდეს და ამაში შედის ასფალტის საფარის აღდგენაც. ცქიტიშვილის თქმით, საუბარია 80 ათასი კვ.მ-ის ასფალტის აღდგენაზე.
„ზუგდიდში 30 ქუჩის აღდგენა გზების დეპარტამენტს დაევალა, რასაც უახლოეს მომავალში დაატენდერებს და დაიწყებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

პარლამენტის წევრებმა და მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდულ პრიორიტეტბზე და საჭიროებებზე შეხვედრები გამართეს

სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა


