ლია-პალურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ლია-პალურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო (EIB) დაფინანსება საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად .
აღნიშნული თანხებიდან დაიწყო „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პალურის გზის სრული რეაბილიტაცია“. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია შპს „ ბლექსიგრუპი“, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ასრულებს .
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს-3.678.193.77ლარს.




