ზუგდიდში საჯარო მოხელეებს ტრენინგ-სემინარი ჩაუტარდათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის“ მიერ საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარი თემაზე: პროგრამული ბიუჯეტი,ადგილობრივი ქონების მართვა, სამოქალაქო ბიუჯეტირება.
სემინარს უძღვებოდა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ხოსრუაშვილი.
ტრენინგ-სემინარს ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილე ბესიკ ჭეჟია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.



