სოფელ ფახულანში გაჩენილ ხანძარს 90 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ხანძრის შედეგად ოჯახის ერთი წევრი, 90 წელს გადაცილებული მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, მეხანძრეებს სახლი უკვე დამწვარი, მამაკაცი კი გარდაცვლილი დახვდათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. შსს ინფორმაციით მიმდინარეობს გამოძიება.





