44 წლის ლელა ანჯაფარიძის ოჯახი, ფოთის საავადმოყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს

ფოთში გარდაცვლილი 44 წლის ლელა ანჯაფარიძის ოჯახი, ფოთის კლინიკური საავადმოყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს. ამჟამად ისინი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინში არიან და ამბობენ რომ პაციენტს სამედიცინო დახმარება დაგვიანებით ჩაუტარდა.
გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, საავადმყოფოში პაციენტი მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით შევიდა და მორიგე ექიმებმა ოპერაცია გვიან ჩაუტარეს. ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ სახლში გაწერეს, რა დროსაც გარდაცვლილი შეუძლოდ გახდა და კვლავ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
,, სამ დღეში გამოწერეს, ისევ ცუდად გახდა. მივიყვანეთ საავადმყოფოში, სასწრაფოდ იყო გადასაყვანი ქუთაისში. სანამ არ ვიყვირეთ მანამ არ გადაიყვეს ქუთაისში.უკვე დაგვიანებული იყო.ინფექცუა გავრცელდა მთელს ორგანიზმში. აპარატზე შეაერთეს და მეორე დღეს გარდაიცვალა,”- აცხადებენ ჭირისუფლები.
თავად, ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი შიდა კვლევის შედეგად გაეცემა.




