წალენჯიხაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის ონკოლოგიური ცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ერთობლივი ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხაში, კლინიკა „ლასტანი“-ს შენობაში, დღეს 6 თებერვალს, დილიდან ტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები.
მოქალაქეებს ემსახურებიან სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის ექიმები: პროფესორი თემურ ქემოკლიძე-ქირურგი. პროფესორი იგორ მარდალეიშვილი-გინეკოლოგი. პროფესორი დავით ღვინიაშვილი-თავ-კისრის ქირურგი. თინათინ დუნდუა-მამოლოგი. სალომე ესაკია-ონკოლოგი. ბექა ასლანიშვილი- გასტროენტეოროლოგი, ენდოსკოპისტი. ლალი გოგია-ექოსკოპისტი.




