ექსკლუზივი: „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი ნოე პერტაია თანამდებობას ტოვებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი ნოე პერტაია ხვალ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია STV-ს საკუთარმა წყარომ მიაწოდა.
STV-ს წყაროს ინფორმაციით, საქმე ეხება ზუგდიდის მერიის ბალანსზე არსებული მანქანების გაქირავების ფაქტს. ამასთან დაკავშირებით, პერტაია 2018 წლის სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს. „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ ხელმძღვანლის პოზიციას ნოე პერტაია 2018 წლის 3 იანვრიდან იკავებს.
“ხუთი თვეა საუბარია ამაზე. მე ჯერჯერობით არაფერი ვიცი და ვერაფერს გეტყვით. ხვალ გაირკვევა ალბათ, “-განუცხადა ნოე პერტაიამ STV-ს.



