აბაშისა და ფოთის მუნიციპალიტეტებმა ევროკავშირისგან გრანტი მიიღეს

ადგილობრივ მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივი მთავრობის გამჭვირვალობისა და პასუხიხმგებლობის გრძნობის ამაღლება, თვითმმართველობებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ეფექტური და ერთობლივი ურთიერთობების დამყარება და ეროვნული ცნობიერების ამაღლება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასთან მიმართებაში ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებს შორის – ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია რაშიც აბაშისა და ფოთის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან მიღებულ გრანტს 345 000 ევრო დახარჯავენ.
როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ დღეს პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, პროექტი 3 წლიანია და მისი ძირითადი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის გამჭვირვალობა და საჯაროობის უზრუნველყოფა.
“პროექტის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე ელექტრონული ჩართულობის მექანიზმების დამატება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირდაპირ ეთერში გასვლა სოციალური ქსელებში საკრებულოს საქმიანობით დაინტერესებული ჯგუფებისათვის სმს შეტყობინებების დაგზავნის სისტემის ამოქმედება, მოსახლეობის გართო მასების ინფორმირების მექანიზმისა და ელექტრო პეტიციის სისტემის დანერგვა,”-აღნიშნა მან.




