ფოთში გარევაჭრობის აკრძალვის გამო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლები აიღეს

უსაფრთხოებისა და სახანძრო ნორმების დაცვისა და ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, ფოთში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი, უკანონო და უსახური დახლები და საჩრდილობლები აიღეს. გაიწმინდა ფარნავაზ მეფის ქუჩა და მეგრელიშვილის სანაპირო.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთა მიერ გარემოვაჭრეები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული, მათთვის შეთავაზებულია ალტერნატიული ფართები, სადაც მოვაჭრეები გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.



