ხვალ ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგის მიწოდება შეუწყდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილის სტაბილური და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის დაგეგმილია 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზ „ჩხოუშია“-ს რეაბილიტაცია. სამუშაოები შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან .
პირველი ეტაპის სამუშოები დაიწყება 26 იანვარს, შაბათს, რის გამოც 10:00საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ქ.ზუგდიდში ცენტრალური ნაწილს. ქუჩებს: რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, რ.თაბუკაშვილის, ზ.გამსახურდიას, ერისთავის და მიმდებარე ტერიტორიებს. ასევე, ტუბდისპანსერს. სოფლებს: ჭითაწყარი, ინგირის ნაწილს და ოირემეს.
აღნიშნული სამუშოების განხორცილების შედეგად გაუმჯობესდება ზუგდიდის ცენტრალური ნაწილის ენერგომომარაგება და გაიზრდება ენერგომომარაგების ხარისხი.
ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.




