ზუგდიდის 51-ვე სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სასწავლო პროცესი განახლდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51-ვე სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სასწავლო პროცესი განახლდა. ამის შესახებ STV-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ განუცხადა.
“მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი ნორმალურია. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს, ყველა სკოლას მიეცა რეკომენდაცია დეზინფექციის და შემდგომ სველი წესით დამუშავების შესახებ. შესაბამისად, მოხდა ტერიტორიების დამუშავება, რომ არ იყოს შემდგომ რაიმე საფრთხე“, – გვითხრა კახაბერ ფარცვანიამ.
სწავლა ასევე განახლდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაღებში. გამონაკლისია ჯუმის და ალერტკარის საბავშვო ბაღები. აღნიშნულ ბაღებში სწავლას ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყებენ. მიზეზი სტიქიის შედეგად დაზოანებული შენობებია.




