ზუგდიდი ,,სუფთა მუნიციპალიტეტად“ მეორედ დასახელდა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოში „თამარ მეფის“ დარბაზში ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი.
კონკურსი გასული წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქის/დაბა“, „სუფთა სოფლის/თემი“, „სუფთა ქუჩის“, „ლამაზი ეზოსა.“ და „ლამაზი აივნის“ გამოვლენა იყო.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში ულრიკ ტიდესტრომმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, პროექტის ფარგლებში შექმნილი კომისიისა და პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კონკურსი პირველად 2015 წელს ჩატარდა სამ ნომინაციაში, რომელსაც 2017 წელს დაემატა კიდევ 2 ნომინაცია. ხოლო გასულ წელს გამოცხადებულ კონკურსში ნომინაციების რიცხვი გაიზარდა 7-მდე. კონკურსში მონაწილე რეგიონების, ქალაქების, მუნიციპალიტეტების, სოფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს საკონკურსე პერიოდში საშუალება ჰქონდათ გადმოეგზავნათ ფოტო და ვიდეო მასალები საკუთარი საცხოვრებელი ადგილების შესახებ. კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი კომისიის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები) მიერ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 3 ჯილდო მიიღო:
ნიომინაციაში „სუფთა ქალაქი“ დასახელდა ქ. ზუგდიდი – ჯილდო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გიორგი შენგელიას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გადასცა. (შერჩევითი კომისიის თავმჯდომარე).
ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი“ დასახელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჯილდო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გიორგი შენგელიას, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა გადასცა.
ნომინაციაში „კორპუსის ეზო“ დასახელდა ქ. ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მდებარე ერთერთი კორპუსის ეზო, ჯილდო კორპუსის წარმომადგენელს გადასცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმმა ალვერდ ჩანქსელიანმა.
ნომინაციაში „სუფთა რეგიონი“ დასახელდა კახეთის რეგიონი.
ნომინაციაში „სუფთა სოფელი“ დასახელდა სოფ. ჭორვილა (საჩხერე).
ნომინაციაში „ლამაზი აივანი“ დასახელდა ფატმან გრიგოლავას სახლის აივანი (ქ. ქუთაისი.
ნომინაცია „სუფთ ქუჩა“ არ გამოვლენილა




