ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისმაგვარი დაავადებებით 42 ავადმყოფი მკურნალობს

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპისმაგვარი დაავადებებით 42 ავადმყოფი მკურნალობს. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, მათ შორის ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
42 დან 13 ბავშვია. რაც შეეხეა ორი დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორ მოზარდს მათი ჯანმრთელობის მდგონარეობა დამაკმაყოფილებელია.




