ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ე.წ საზღვრები ჩაიკეტა

არსებული ინფორმაციით, მარიონუტულმა რეჟიმმა ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი როგორც ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვარი, ასევე ენგურის ხიდი ჩაკეტა. მიზეზად H1N1 ვირუსი სახელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლის, ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში გადასლვა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ვისაც გააჩნია ე.წ. აფახეთის მოქალაქის პასპორტი, ასევე ენგურჰესზე ცვლაში მომუშავე ადამიანებს.
ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შეუძლიად მხოლოდ იმ ადამიანებს ვინც მოწვევით იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, კარანტინი მარიონეტულმა რეჟიმმა დღეს დილას გამოაცხადა, რაც H1N1 ვირუსს უკავშირდება.




