ფოთის მერმა და მერის მოადგილემ 100 წლის ქალბატონს იუბილე მიულოცეს

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მერის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე თოფურიამ 100 წლის ქალბატონს, თამარ დოლბაიას იუბილე და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მულოცეს.
„დღეს ვესტუმრეთ ქალბატონ თამარს, რომელსაც მისთვის განსაკუთრებული დღე, საუკუნის იუბილე და შობის დღესსწაული მივულოცეთ”-განაცხადა ფოთის მერმა.
ადგილობივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის საკათედრო ტაძარში საშობაო ნობათი მიიტანეს,რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.




