სამეგრელოში წითელას 169 შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლის ნანა ოდიშარიას განცხადებით, რეგიონში დეკემბერ-იანვარში წითელას 169 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 84 შემთხვევა მიმდინარე თვეს.
რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს – ძირითადად 5 წლამდე ბავშვებსა და ასევე 20-40 წლამდე ასაკის ადამიანებშია გავრცელებული.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამდროისთვის 5 ადამიანი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პირველი იანვრიდან დღემდე ქვეყანაში წითელას ინფექციის 312 შემთხვევა გამოვლინდა. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.




