ფოთელები “მკვლელი ქარხნის” წინააღმდეგ – ადგილობრივები გზების გადაკეტვით იმუქრებიან

ქალაქ ფოთში, ნაბადის უბანის მოსახლეობა უახლოეს დღეებში დიდი აქციების გამართვას და ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას გეგმავს. ამის მიზეზად ამავე უბანში არსებული მეტალურგიული ქარხნის მუშაობას ასახელებენ, რომელიც ყოველდღიურად მათ ჯანმრთელობას საფრთხის წინაშე აყენებს.
“მკვლელი ქარხანა” ასე უწოდებენ ფოთში მეტალურგიულ ქარხანას, რომელიც თურქი ინვესტორების კუთვნილებაა. ადგილობრივების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქარხნის მუშაობის საფრთხეებზე ბევრჯერ გამართეს საპროტესტო აქცია, მათი პრობლემა ყურად არცერთმა უწყებამ არ იღო.
“წლებია ვიტანჯებით ამ სასაკლაოზე. ჩვენი მშველელი კი არსად არ ჩანს. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, გარემოს დაცვის სამინისტროს და ყველა კომპეტენტურ უწყებას, დაგვეხმარონ. იხსნან ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლა ამ კოშმარისგან. შეისწავლონ აღნიშნული ქარხნის მუშაობის სპეციფიკა და კანონიერება. რატომ გვკლავენ, რატომ?!”-აცხადებენ ადგილობრივები და დიდ აქციებს აანონსებენ.
მსგავსი სიახლეები

მესტიაში არჩენების ჩაშლით იმუქრებიან – ადგილობრივები დაკავებული 4 პირის გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი: უკვე გაიწმინდა გზის შესასვლელები და სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად, მიმდინარეობს დროებითი გზების მოწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც


