ფოთში, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.
2019 წლის ბიუჯეტის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე, ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნანა ჭანტურიამ, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 15 943.5 ათასი ლარით არის განსაზღვრული, მომავალ წელს დაგეგმილი ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტებია:
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა
მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპ რემონტი
გზების რეაბილიტაცია
კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია
მდინარე კაპარჭას გაწმენდა/რეაბილიტაციის სამუშაოები
4 743,5 ათასი ლარი მოხმარდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მოვლა-პატრონობის, საცხოვრებელი სახლების სახურავების მიმდინარე რემონტის, გარე განათების ლედ ნათურების მოწყობის სამუშაოებს, ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციას , ორმული შეკეთების, ქუჩების დაგრეიდერებასა და დახაზვას, საგზაო ნიშნების პასპორტის შედგენის და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოებს.
შეზღუდული შესაძლებლობლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობას, უპოვართა სასადილოს დახმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთებას, ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის, ბაღების გაზიფიცირებას მინი სპორტული მოედნების და მოვლა-პატრონობის სამუშაოებს.
1 730,4 ათასი ლარია გათვალისწინებული ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე. ქალაქის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვები და სხვა ბენეფიციარები, რომელთა რიცხვი 3500 ლარს აჭარბებს, კვლავაც მიიღებენ ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის დაფინანსებას.




