ფოთის ვიცე-მერმა სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ქალაქ ფოთის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა.
ფოთში 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახელმწიფო ობიექტებისა და მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლების აღდგენითი პროცესი, რაშიც ადგილობრივი კომპანიებია ჩართული, აქტიურად მიმდინარეობს. მერის მოადგილემ მოისმინა ანგარიში შესრულებული სამუშაოების, არსებული მდგომარეობისა და საჭირო სარემონტო მასალების შესახებ.
კონსტანტინე თოფურიამ მადლობა გადაუხადა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, მხარდაჭერისა და სარეაბილიტაციო პროცესში მყისიერი ჩართულობისათვის. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმები დაისახა.
30 ნოემბრის ძლიერი ქარის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობამ ფოთში 3 მილიონ ლარს მიაღწია.




