ჩხოროწყუში დაზარალებულ ოჯახებს სახლის სახურავები გადასცეს

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ესტუმრნენ და მათ თუნუქის სახურავი გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად დააზარალა მოსახლეობა, დაზიანდა 95-მდე საცხოვრებელი სახლის, 2 ადმინისტრაციული შენობისა და 1 საბავშვო ბაღის სახურავი. მუნიციპალიტეტში მყისიერი რეაგირების მიზნით, დაზარალებულთა დასახმარებლად ყველა საჭირო და გადაუდებელი ღონისძიება ტარდება.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, გადასახური მასალა ყველა დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა.




