კახეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატებმა პარლამენტში იკამათეს
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაურის ფონზე განიხილეს ინაუგურაციის დღეს, კახეთში ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართული საპროტესტო აქცია და თანმდევი მოვლენები. უმრავლესობამ მოითხოვა, რომ სწრაფი რეაგირება მოხდეს თელავში უმრავლესობის დეპუტატების მანქანაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ გუშინ ხელისუფლებამ და შსს-მ აქციის მონაწილეთა უფლებები და კონსტიტუცია დაარვია, როდესაც მათ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცა.
ევროპული საქართველოს წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებამ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა ჩააბაროს. მან და სერგი კაპანაძემ კიდევ ერთხელ დააყენეს პარლამენტში შს მინისტრის მისვლის საკითხი.
გუშინდელ აქციაზე განცხადება გააკეთა ეკა ბესელიამაც. მისი თქმით, ნიკა მელიას ქმედებები იყო “სამაგალითო, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს დეპუტატი”.




