ზუგდიდში 107-ე უბანი ყოველგვარი ექსესების გარეშე გაიხსნა

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, ზუგდიდში 107-ე უბანი ყოველგვარი ექსესების გარეშე გაიხსნა და ამ წუთებში წილისყრის პროცესი მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რიცხვი 3 მილიონ ხუთას ოცდარვა ათას ექვსას ორმოცდათვრამეტია (3 528 658). არჩევნების მეორე ტურისთვის შექმნილია სულ 3703 საარჩევნო უბანი.
მათ შორის საქართველოში 3648 – საზღვარგარეთ კი 55 უბანი იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებითი დროით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე.
საარჩევნო პროცესს საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ წარმოგზავნილი 185 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხმის მიცემა, საქართველოს მასშტაბით, 1268 ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე შეეძლებათ. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის კი ადაპტირებულ უბნებზე ხმის მისაცემად სპეციალური კაბინაა განთავსებული. უსინათლო ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა დახვდებათ, მცირემხედველ ამომრჩევლებს კი ყველა საარჩევნო უბანზე, 2 ცალი გამადიდებელი ლინზა. ყრუ, სმენადაქვეითებულ და მხარდაჭერის მიმღები პირებითვის, გამოკრული იქნება კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი.
ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკდიებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. საქართველო პრეზიდენტს პირიდაპირი წესით მეხუთედ და ბოლოჯერ აირჩევს. 2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს ერთჯერადად უფლებამოსილების ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას 5-ის ნაცვლად ექვის წლით დაიკავებს.
ერთჯერადად, 6-წლიანი ვადის შემოღება კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდამავალ დებულებებში აისახა, გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არ ხდება და ის 2024 წლიდან შედის ძალაში, ხოლო პრეზიდენტის არჩევნები 2023 წლისათვის უნდა ჩატარდეს.




